საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო
ცენტრის მიერ 2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - „ სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა. კონკურსის შედეგად 5 გამარჯვებული (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გამოავლინდა,
რომლებიც ზაფხულის განმავლობაში თბილისს
ეწვევიან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგ საზაფხულო
კურსებს გაივლიან:
• ინდივიდუალური კურსი - სამხრეთ კავკასიის
ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ;
• საქართველოს მითოლოგია;
• საქართველოს ეთნოგრაფია.
სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მხრიდან
უზრუნველყოფილნი
იქნებიან:
უფასო
სასწავლო
კურსით,
სამედიცინო
დაზღვევითა
და
სტიპენდიით 600 ლარის
ოდენობით.
ელ.განაცხადების მიღება მიმდინარეობდა
2017 წლის
6 ივნისიდან
2017 წლის
20 ივნისის
ჩათვლით.