საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრ, ქუთაისის დელეგატ ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტურავასთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის, დაბა ლენტეხის N1 და ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლები გაიხსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.