რუსთავში 230 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და მათთან ერთად, ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა, დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა.
„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“, 2018 წელს სმენის საერთაშორისო დღის სლოგანით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.