ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა.
ბანაკი მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მისი ბენეფიციარები არიან საქართველოს სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლების მინისტრს სანი გრან ლაზონენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორივე ქვეყნის სასკოლო განათლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და ფინელ კოლეგას პროცესში ჩართვა შესთავაზა.
განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ლაილა გადის შეხვდა.