საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის სემინარი გახსნა თემაზე – „სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო სასწავლო გეგმაში ინტეგრირება“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა.