პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეებმა - საჯარო სკოლის დირექტორებმა და პროექტში ჩართულმა განათლების სპეციალისტებმა პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2017 წელს ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. სწორედ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების სამომავლო დაგეგმვა.