ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების თემაზე დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვებს სვამენ და პასუხებს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებენ.
1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში წარმოადგინა.
ფრენკ ბაუმის საბავშვო ზღაპარის ,,ოზის ჯადოქარი“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს. ინგლისურენოვანი მიუზიკლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა ბროდვეიზე, ქართველმა მოსწავლეებმა მშვიდობის კორპუსის მოხალისის დახმარებით მოამზადეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და „ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“ სპეციალურ გაკვეთილს დაესწრო, რომლის თემაც იყო „დემოკრატიული ფასეულობები და ადამიანის უფლებები“.