8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 335 ახალგაზრდას საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.