საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გელა გელაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საბჭოს რიგით მე-4 სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა იმპლემენტაციის პროცესის თითოეული ეტაპი დეტალურად განიხილეს.