საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 15 ივნისიდან 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2023 წლის 22 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და პირველ ადგილზე გასული მოსწავლე და მისი მასწავლებელი პირადად დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს სკოლის მასწავლებლებთან პერმანენტულ შეხვედრებს. ამჯერად მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან გამართა სამუშაო შეხვედრა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.