საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და CERN-ის კვლევისა და ინფორმატიკის დირექტორმა იოახიმ იოსეფ მნიხმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების საკითხებში მარკ ელიოტს უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ხელმძღვანელობდა.