საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამბროლაურის პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ მოინახულა, სასწავლო პროცესს გაეცნო, სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.