პროფესიული პროგრამებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს 22 აპრილს პრეტესტის გავლის საშუალება ჰქონდათ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაცნობოდნენ ტესტირების პროცესს.
კომპანიამ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასწავლო ცენტრი შექმნა, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.
ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, საქართველოს კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.
პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, ახალი კანონპროექტი შეიქმნა, რომლის მორიგი განხილვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო.