ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოინახულეს.
განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისრაელის კომპანია ATC (JSC Aerostructure Technologies Cyclone)-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგისტრაციის პროცესს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაეცნო.
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.