საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნდა.
პროფესიული განათლება ევროპული განათლების სივრცის ნაწილი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Erasmus+ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა პროფესიული სასწავლებლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩაატარა.
პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვის ახალი მოდელის დანერგვის შესაძლებლობებზე და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ საქმიანობის ფორმალიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.