საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარეთაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლის ერთიანი მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერას აგრძელებს და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო გრანტს – 24 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელში ჩართული ბიზნესებისთვის შეგირდი სტუდენტების ყოლასთან დაკავშირებული ხარჯები და სარგებელი. კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, კერძო სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.