პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა. ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და დაინტერესდა, როგორ ემზადება კოლეჯი პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესისა და ახლი სასწავლო წლის დაწყებისთვის
მარნეულში, კოლეჯ „მოდუსში“, პირველი პროფესიული სტუდენტების რეგისტრაცია გრძელდება