პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წელს პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროცესი და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი სპეციალისტი შეარჩია.
ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება.
მსოფლიო პანდემიის პირობებში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და კერძო სექტორი გაერთიანდა.