საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან, Horizon Europe ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელ ჯაბა საბუშიასთან ერთად, აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილა, რაც მეცნიერებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) იმპლემენტაციის მხარდამჭერი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მხარდამჭერი ინიციატივები, დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხები და მომავალი წლის გეგმები ლურჯი ეკონომიკისა და შავი ზღვის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის არსებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.