საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სამუშაო სივრცის გახსნა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი, მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.
ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ