საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის მეცნიერები, მკვლევარები, ინოვატორები პირველად ჩაერთნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - ჰორიზონტი 2020 და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს.
საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ჩვენი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და საქართველო პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული ქვეყანა გახდა.
2016 წელს შესრულდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდული კონფერენცია “გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები” გაიმართა.
კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სტუმრობდა. ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეებს შეხვდა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა.