საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებას მასპინძლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.