COVID19-ის პანდემიის პირობებში, ქვეყნის მასშტაბით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, განეხორციელებინათ აკადემიური პერსონალის ტრენინგი ელექტრონული სისტემების მოხმარებისთვის, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეემუშავებინათ ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია/ვიდეო-გზამკვლევი და უზრუნველეყოთ სტუდენტებისა და პერსონალის ინფორმირება. მოეხდინათ სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, გადაეხედათ სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემებისთვის, რათა შესაბამისი ყოფილიყო ელექტრონული სწავლების ფორმატთან და ამით უზრუნველყოფილიყო შესაბამის სწავლის შედეგებზე გასვლა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია იხელმძღვანელონ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა (ENQA) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან მიმართებით.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით.