საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მონაწილეებმა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერაზე ისაუბრა და ქვეყნის განვითარების კუთხით კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მინისტრის მოადგილემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და გაძლიერებაზე ისაუბრა, მათ შორის გარემოსდაცვითი ინჟინერიის, აგრარული ტექნოლოგიებისა და მევენახეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებაზე.
ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის უნარების სამუშაო ჯგუფი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერითა და ფასილიტაციით ფუნქციონირებს, 11 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.
CAREC-ის მთავარი მიზანია თანამშრომლობის გზით რეგიონის განვითარების ხელშეწყობა, რაც დაჩქარებულ ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას უზრუნველყოფს.