საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით მეცნიერთა კვირეული – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართება.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სკოლის X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს.
კვირეულს უმასპინძლებენ – 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 9 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8-12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 12 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა:
• სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესისა და კვლევითი კულტურის განვითარების ხელშეწყობას;
• ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი გარემოს გაცნობას;
• STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) პოპულარიზაციას;
• მეცნიერის პროფესიის, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და სამეცნიერო კარიერის შესაძლებლობების წარმოჩენას საქართველოში;
• ახალგაზრდებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობაში:
• ლექციების ძირითადი თემატური მიმართულებები იქნება: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები; ბიომედიცინა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება; თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური ინოვაციები; მეცნიერების როლი საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში.
• ღია კარის დღეების ფარგლებში მონაწილეები დაათვალიერებენ თანამედროვე კვლევით ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ცენტრებს, გაეცნობიან სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და პროექტებს. ასევე, სტუდენტებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ და საჩვენებელ ექსპერიმენტებში.
• ინტერაქტიური შეხვედრებისა და ღია დიალოგის ფორმატში მონაწილეები უშუალოდ გაესაუბრებიან მეცნიერებს მათი პროფესიული საქმიანობის, კვლევითი გამოცდილებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ. ასევე, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების, კვლევითი გრანტებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობის თაობაზე.
• საჯარო ლექციებისა და სამეცნიერო შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ინტერაქტიური დისკუსიები და თემატური სესიები, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების აქტუალურ მიმართულებებს, კვლევით ტენდენციებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს ქართველი მეცნიერები, მკვლევრები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და დარგის სპეციალისტები გაუძღვებიან. ისინი მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მიმოიხილავენ თანამედროვე მეცნიერების განვითარების ტენდენციებსა და ინოვაციურ მიმართულებებს და ახალგაზრდებს საქართველოში სამეცნიერო საქმიანობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს გააცნობენ.
კვირეულის პარტნიორი და მასპინძელი დაწესებულებები არიან:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
• ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;
• გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.