განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა.
მინისტრმა ელჩს ახალი თანამდებობა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ინდოეთის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარებას.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.