თბილისში, ვარკეთილში უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში მისი
მონუმენტი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და უზბეკეთის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი.
აღინიშნა, რომ მონუმენტის გახსნა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის დასტურია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.
თბილისში, ვარკეთილში უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში მისი მონუმენტი გაიხსნა.