რუსთავის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.
მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება.
მანდატურები მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
სისხლის ჩაბარების აქციაში მანდატურები 2010 წლის დეკემბრიდან მონაწილეობენ და მსგავსი სოციალური პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.
*******
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავისა და ყვარლის საგანმანათლებლო დაწესებულებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
School resource officers of Rustavi donated blood at Rustavi Hospital of Children’s Infectious Diseases. The donated blood will be used for the patients of other hospitals as well.
School resource officers stand ready to help any child upon the necessity. School resource officers donate blood since December 2010 and they will continue to take part in such activities in the future.
*******
In order to keep schools safe, Resource Officers commenced their activities in the Public Schools of Tbilisi, Batumi, Kutaisi, Zugdidi, Poti, Gori, Rustavi and Kvareli.
Resource Officers’ duty is to prevent conflicts and provide the schoolchildren with any kind of aid. They are not allowed to punish the schoolchildren. They are responsible to care for the safety of the children.
Within the scope of the Safe School Concept, the parents have a full guarantee on their children’s safety.