საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
28.06.2011
სამწუხაროდ, ერთ-ერთი მედია საშუალების მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სერთიფიცირებულ
პედაგოგთა საათობრივი განაკვეთის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის №576 ბრძანების თანახმად სკოლის
ადმინისტრაცია ვალდებულია ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი
განაკვეთი. შესაბამისი ბრძანება და ინსტრუქცია გადაგზავნილია საქართველოს ყველა საჯარო
სკოლაში.