უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და რეფორმით დაინტერესებულ ეთნიკური უმცირესობების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოადგილე სოფია კელემენთან ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum‘‘ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობა განიხილა.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.