საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა დიდი ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის კრეატიულობის, მომხმარებლის, სპორტისა და განათლების დირექტორატის უმაღლესი განათლების მიმართულების პასუხისმგებელ ექსპერტს, დოქტორ სუზანა ტომასს უმასპინძლა.