2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.
,,მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით, ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.