ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის
ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოში რიგით მესამე – მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.