| |
პრესრელიზები
|
2008-11-26
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებით მიმდინარეობს ბოლონიის პროცესის 2007-2009 წლების სამუშაო პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია წელს პირველად საქართველოში გაიმართება
|
150-მდე ევროპელი და ქართველი ექსპერტი უმაღლესი განათლების სისტემაში ეროვნული და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოების ურთიერთთავსებადობაზე იმსჯელებს. კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავება ბოლონიის პროცესის ერთერთი მთავარი ამოცანაა. ამ დოკუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარება, გაიზრდება მობილობა და დასაქმება. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
საქართველო ბოლონიის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-26
საქართველოში მასწავლებლის ეთიკის კოდექსი შემუშავდა
|
ამ საკითხს ევროპული სემინარი მიეძღვნება, რომელსაც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში მასპინძლობს.
მიუხედავად აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა, რომლის შედეგად ეჭვქვეშ დადგა ევროპული სემინარის ჩატარება საქართველოში, სემინარში მასწავლებლებლებთან ერთად საფრანეთის, გერმანიის , იტალიის, სლოვაკეთის, რუმინეთის , ფინეთის და ნორვეგიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-24
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამა ”ირმის ნახტომის” 2009-2012 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება
|
პროგრამა ”ირმის ნახტომი” 2009-2012 წლებში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვას გააგრძელებს.
პრეზენტაციას ესტონელი ექსპერტები დაესწრებიან.
პროგრამის ფარგლებში 2009-2012 წლებში:
საქართველოს ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა ერთი პორტატული კომპიუტერი და პროექტორი;
საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ჩაერთვება ინტერნეტში;
...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-21
მესამე წელია ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები წარმატებით მიმდინარეობს
|
კონკურსი გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში ”ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების პროგრამის”
ფარგლებში ტარდება.
გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციებში წელს საბაზო და საშუალო (7-12) კლასების 800-მდე მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან.
I, II და III ადგილზე გასული გუნდები ფულად ჯილდოს მიიღებენ 600, 400 და 200 ლარის ოდენობით.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გუნდური მუშაობის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-20
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
|
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის და ანაკლიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
რაიონში მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური სროლა დაიწყო. ამის შედეგად, მოსახლეობა შეშინებულია, თავს არიდებს გადაადგილებას და საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლას. განმუხურის სკოლაში 260 მოსწავლე, ხოლო ანაკლიის სკოლაში 280 მოსწავლე ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-19
მინისტრი სოფელ კოდას იმ საჯარო სკოლას მოინახულებს, სადაც 220 ლტოლვილი მოსწავლე ისწავლის
|
სოფელ კოდას საჯარო სკოლა დიდი და პატარა ლიახვიდან, ქურთადან, ერედვიდან და კოდორიდან დევნილ მოსწავლეებს მიიღებს
მთავრობის 18 თვიანი პროგრამის ფარგლებში, სკოლაში ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ახალ გარემოში თავი კომფორტულად იგრძნონ. კოდას საჯარო სკოლა 20-მდე დევნილ პედაგოგსაც დაასაქმებს.
მეგაპროგრამა ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში, სკოლამ გასულ წელს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-18
სენაკში აფხაზეთის №7 განახლებული საჯარო სკოლის გახსნას მინისტრი დაესწრება და სენაკის რაიონის პედაგოგებს შეხვდება
|
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 678 000 ლარი დაიხარჯა.
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის 320 მოსწავლე სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში განაახლებს.
პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-18
32 საჯარო სკოლა რუსული ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიღებისთვის ემზადება
|
მინისტრი იმ რეგიონების საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდება, სადაც 3500 მოსწავლე გადანაწილდება
მცხეთის, გორის, ქარელის, დუშეთის, კასპის, ხაშურის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს 32 საჯარო სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრებენ რა უნდა გაკეთდეს მოსწავლეების ახალ სასწავლო გარემოში ადაპტაციისათვის, მათთვის კეთილსაიმედო, კომფორტული გარემოს შექმნისათვის.
ახალი დასახლებების 3500-მდე მოსწავლე ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-17
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები სვანეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდებიან
|
|
ცენტრის წარმომადგენლები დაბა მესტიის №1 საჯარო სკოლაში რაიონის 24 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდებიან და მიაწვდიან ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული თუ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, გააცნობენ ახალ პროფესიულ სტანდარტებს, ცენტრის პუბლიკაციებს (მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, ჟურნალი ”მასწავლებელი” და სხვა); უპასუხებენ პედაგოგებისათვის საინტერესო კითხვებს მასწავლებელთა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-14
ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში მინისტრი ახალი სკოლის გახსნას დაესწრება და პედაგოგებს შეხვდება
|
ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლას პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 220 000 ლარი დაიხარჯა.
ამიერიდან ხვანჭკარის სკოლის 83 მოსწავლე სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში განაახლებს.
პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში საქართველოს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|