| |
პრესრელიზები
|
2009-07-01
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ფიზიკის ეროვნული ნაკრების 5 წევრს და მათ მშობლებს მექსიკაში გამგზავრებამდე სრულ ინფორმაციას მიაწვდიან ღორის გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით
|
წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველო დელეგაციებს სამ დისციპლინაში (ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში) წარადგენს. ზაფხულში ნაკრების წევრები მიემგზავრებიან მექსიკაში, გერმანიასა და ბულგარეთში. კერძოდ:
ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე მექსიკაში, ქ. მერიდაში, 11-19 ივლისს;
მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე გერმანიაში, ქ. ბრემენში, 10-22 ივლისს;
...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-07-01
2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტრადიციულად ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს თავად დააკვირდება
საგამოცდო ტესტებს ”სახალხო ბანკის” საცავებიდან საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანენ.
2009 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 28 948 აბიტურიენტი მონაწილეობს. მათგან 27 624 გახდება სტუდენტი, აქედან 25 054 ბაკალავრიატის, 2 570 – უმაღლესი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-29
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლებში 1000 მოსწავლე გაემგზავრება
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია დაბა წყნეთში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლას ეწვევა, სადაც მოსწავლეები 3 კვირიან ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს გადიან.
პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფოს მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს საერთაშორისო ბაზარზე ქართული სკოლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი ინტეგრირების ხელშეწყობას.
ენის საზაფხულო სკოლებში მე-8 მე-9, მე-10, ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-26
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია ”მაიკროსოფტის” საგანმანათლებლო პროგრამის - ”პარტნიორები განათლებაში” ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებში გამარჯვებული მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოება ,,შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება
|
სამინისტროსა და კორპორაცია ”მაიკროსოფტს” შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 2008 წელს დაიწყო პროგრამა ”პარტნიორები განათლებაში” და უკვე განხორციელდა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები: ”ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი”, Euro ITF 2009 (ევრო აი-თი-ფი 2009), Live@edu და eManuscript-ი.
პროექტებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1 200-მდე სკოლის 9 000-ზე მეტი მასწავლებელი და მოსწავლე მონაწილეობდა.
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-25
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია საერთაშორისო კონკურსის ” ალიანტე” 42 ფინალისტს ლეპტოპებით დააჯილდოებს
|
საერთაშორისო კონკურსი ”ალიანტე” ნატოს სათაო ოფისის და ნატოს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით უკვე მეცხრე წელია ტარდება. კონკურსში მონაწილეობს ნატოს წევრი 14 ქვეყანა. საქართველო და უკრაინა, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყნები კონკურსს 2008 წელს შეუერთდნენ.
კონკურსის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების საკითხებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ, ასევე ისტორიაში, გეოგრაფიასა და პოლიტიკაში. ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-24
ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ”საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი”
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არის პირველი საჯარო უწყება საქართველოში, რომელიც გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან და საფრანგეთის პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ პროექტს: ”საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება ბოლონიის პროცესის რეფორმების განსახორციელებლად”.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებას და ევროპის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-24
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009-2011 წლებში საქართველოში 22 ახალი სკოლა ახალი სამშენებლო სტანდარტებით აშენდება
|
ახალი სამშენებლო სტანდარტები და სასკოლო ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესთან შესაბამისი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული, უსაფრთხო გარემოზე ორიენტირებული იქნება.
ეს გულისხმობს ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის მორგებას და ადაპტირებას სკოლის საჭიროებებთან (სამშენებლო მასალების სწორად შერჩევიდან დაწყებული, სასკოლო შენობის დიზაინით დამთავრებული). სტანდარტები ქალაქის თუ სოფლის ყველა რეაბილიტირებულ და ახლადაშენებულ სკოლაში დაინერგება, რითაც იდენტური გარემო იქნება უზრუნველყოფილი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-22
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ქ. გორის №7 საჯარო სკოლის აღსადგენად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ
|
”საქართველოს ბანკის” ”კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდის” მიერ ქ. გორის მე-7 საჯარო სკოლის აღდგენისთვის 404 000 ლარი დაიხარჯება და სრულად რეაბილიტირებული იქნება სკოლის ორი კორპუსი. აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის ოქტომბრისათვის დასრულდება. შედეგად, 1 100 მოსწავლე უკეთეს გარემოში გააგრძელებს სწავლას.
2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ ქ. გორის დაბომბვისას გორის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-19
განათლების და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია პროექტ ,,წიგნის მეგობარის” მონაწილეებს სერთიფიკატებით დააჯილდოებს
|
საპილოტე პროექტი ”წიგნის მეგობარი” თბილისის 4 სკოლაში ინერგება და მასში 300-მდე უმცროსკლასელია ჩართული.
პროექტის მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას.
პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს უკითხავენ კლასგარეშე ლიტერატურას, რის შემდეგაც იმართება დისკუსია ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-06-18
სკოლბურთის გამარჯვებულები საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრებიან
|
ტურნირი ”სკოლბურთი” 21 აპრილს დაიწყო და უკვე ტრადიციულად ბათუმში სრულდება. გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრება, რომელიც წელს თურქეთში გაიმართება.
საფეხბურთო ტურნირი მოსწავლეთა შორის საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე წელია ტარდება. წელს სკოლბურთში 700-ზე მეტი სკოლა და 8000-მდე მოსწავლეა ჩართული თბილისიდან, ქუთაისიდან, ონიდან, ბათუმიდან, ბოლნისიდან, ახალციხიდან, ხაშურიდან, მცხეთიდან, გურჯაანიდან, გალიდან, წალენჯიხიდან ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|