რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კონკურსები მიზნად ისახავს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განხრით მოღვაწე ქართველ მკვლევართა სამეცნიერო მოღვაწეობის მხარდაჭერას.
მინისტრები ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის №3 საჯარო სკოლაში რაიონის 21 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 18 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოებენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, სოფ. არეშფერანისა და ოსური საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ნახატებისა და თვითნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, წიგნის “ოსური თქმულებები” პრეზენტაცია.
2009-2010 წლებში გორის უნივერსიტეტში 160 სტუდენტი გაივლის პროფესიულ სასწავლო კურსს სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და გადამამამუშავებელი მრეწველობის პროფესიებში. ამავე პროფესიებში 390
ალგეთის №2 საჯარო სკოლის 250-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლის. ახალი სკოლა 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი“ ფარგლებში აშენდა, რისთვისაც 364 600 ლარი დაიხარჯა. აქამდე ალგეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 1930 წელს აგებულ ერთსართულიან, სრულიად ამორტიზირებულ შენობაში სწავლობდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, ოქროსა და ვერცხლის მედლების საგანმანათლებლო რესურცენტრებისადმი გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. რუსთავში 27 ოქროსა და 87 ვერცხლის მედალოსანია.
ამიერიდან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს (ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა) დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეორგაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე ...