| |
პრესრელიზები
|
2008-04-11
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები მარჯანიშვილის თეატრში ”ანტიგონეს” ნახავენ
|
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ინკლუზიური განათლების პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს სპექტაკლ ”ანტიგონეზე” წაიყვანს. ხოლო მეხუთე კლასამდე ბავშვები 13 აპრილს ნ. დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში წარმოდგენას დაესწრებიან.
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა 2006 წლიდან დაიწყო. ინკლუზიური ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-08
მინისტრის ვიზიტი აჭარის რეგიონში
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ქობულეთსა და ბათუმში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ
ვიზიტის ფარგლებში:
10 აპრილს, ბატონი გიორგი ნოდია ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრს მოინახულებს. ცენტრმა პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია გაიარა და ჩამოყალიბდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სახელობო სასწავლებლად ტურიზმის, სასტუმრო და სარესტორნო პროფილით.
...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-07
ყველა საჯარო და კერძო სკოლა სპორტულ ინვენტარსა და კლასგარეშე ლიტერატურას უფასოდ მიიღებს
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისათვის კლასგარეშე წიგნებისა და სპორტული ინვენტარის მიწოდების პროცესი საქართველოს პრეზიდენტის 31 მარტის №221 განკარგულების საფუძველზე დაიწყო.
სულ 2 300-მდე სკოლის ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით შევსებისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 135 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2 500-მდე სკოლისთვის სპორტული ინვენტარის შესაძენად 2 723 400 ლარი. გარდა თბილისის საჯარო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-04
სახელობო განათლება სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი ხდება
|
სახელობო განათლების ზოგადი განათლების საშუალო საფეხურთან ინტეგრირების მიზნით, იქმნება პროექტი, რომელიც განსაზღვრავს სახელობო განათლების სასწავლო გეგმაში შეტანის წესსა და პირობებს.
პროექტი განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთანამშრომლობით.
აღნიშნული პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეების მომზადებას კონკრეტულ სახელობო სპეციალობებში, დაეხმაროს მათ კარიერის დაგეგმვაში და შემდგომ დასაქმებაში.
პროექტის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-03
პროგრამა ”ცოდნის კარის” პრეზენტაცია
|
|
2008 წლის 4 აპრილს სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი, რომელიც ახალი პროგრამის პრეზენტაციას მიეძღვნება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს წამყვან ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა პროგრამა ”ცოდნის კარი”. პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროგრამა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ისარგებლონ შეღავათიანი სესხით საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-03
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის 31 მარტის №221 განკარგულების შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იწყებს საქართველოს საჯარო სკოლებისათვის კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და სპორტული ინვენტარის მიწოდებას.
ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ:
წარმოადგინოთ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა 2271 დაბეჭდილი ეგზემპლარის შემოტანა შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 10 მაისისა. ამ ჩამონათვალში არ უნდა შედიოდეს ის წიგნები, ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-02
კონკურსი ქართველი მეცნიერებისათვის
|
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2008 წლის კონკურსს.
კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩეს და დაფინანსდეს სამეცნიერო პროექტები.
წელს საკონკურსოდ შემოთავაზებულია შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:
1. მათემატიკა, მექანიკა;
2.საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
4. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-01
მინისტრის ვიზიტი ახალგორის რაიონში
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახლადაშენებულ სკოლას მოინახულებს და ახალგორელ პედაგოგებს შეხვდება
ახალგორში ბატონი გიორგი ნოდია სოფელ საძეგურის საბაზო სკოლას ეწვევა, სკოლის მშენებლობა 2007 წელს მეგაპროგრამა ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში განხორცილდა. მანამდე სკოლა გასული საუკუნის 60-იანი წლებში აგებულ ყოფილ კოლმეურნეობის კანტორის შენობაში იყო განთავსებული. დღეს სოფლის ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ორსართულიან შენობაში აგრძელებენ ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-04-01
მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, №22 საჯარო სკოლაში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პედაგოგებს შეხვდება
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება პედაგოგთა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ბატონი გიორგი ნოდია პედაგოგებს გაესაუბრება და მიაწვდის ინფორმაციას სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მინისტრი უპასუხებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პედაგოგების შეკითხვებს ხელფასების, სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-03-28
კონკურსები და ტრენინგის პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერთათვის
|
|
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს და აფართოებს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამებს და აცხადებს კონკურსს შემდეგ ქვე-პროგრამებზე:
ილია ვეკუას სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ვინც მოღვაწეობს მათემატიკის, მექანიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორში;
ივანე ბერიტაშვილის სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ვინც მოღვაწეობს სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებების სექტორში.
სტიპენდიების ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|