| |
პრესრელიზები
|
2009-09-22
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ქ. ზუგდიდში მე-10 საჯარო სკოლის წარმატებულ უფროსკლასელებს პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს
|
ნიკა გვარამია ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში პორტატულ კომპიუტერებს გადასცემს და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდება.
2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა 30 საუკეთესო სკოლას შორის მე–18 ადგილზე გავიდა და 4000 ლარით დაჯილდოვდა.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-09-17
კომპიუტერით სარგებლობის ”საერთაშორისო მართვის მოწმობა” უკვე საქართველოშიც გაიცემა
|
თბილისის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრმა ”კომპიუტერის მომხმარებელთა სერთიფიცირების ევროპული ფონდისგან” (ECDL) ექსკლუზიური უფლება მოიპოვა ლიცენზირებულად გასცეს საქართველოში კომპიუტერული სარგებლობის ”მართვის მოწმობა” (Skills Card).
თბილისის ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული ECDL - ტესტირებისა და სერთიფიცირების ავტორიზებული ცენტრი ამიერკავკასიაში პირველია. იგი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის დამადასტურებელი, მთელს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-09-15
გორის რაიონის ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო გადამზადების პროექტების პრეზენტაცია გაიმართება
|
გორის რ-ნის სოფელ ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში რამოდენიმე პროექტი ხორციელდება სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო მომსახურების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ავტოსწავლების მიმართულებით.
პროექტები ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ საერთაშორისო სააგენტოს (USAID), ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,პრემიერ ურჯენსი”-ს, ნორვეგიის დევნილთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციის მიზანია რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-09-01
1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები კიდევ გაიზრდება
|
1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები, მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოიმატებს და საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, რაც მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რეალური ხელფასის 35-ლარიან ზრდას გამოიწვევს.
მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც. საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით, სადამრიგებლო დანამატი 27 ლარიდან 63 ლარამდე გაიზარდა. დამრიგებელთა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-08-31
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია იმ ყოფილ მსჯავრდებულებს შეხვდება, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
|
2009 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით არასრულწლოვან და სრულწლოვან მსჯავრდებულებსა და განსასჯელებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
გამოცდებზე გასვლის უზრუნველსაყოფად განათლების სამინისტროს მიერ განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ხოლო გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო მსჯავრდებულებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-08-17
ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი!!! ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ოთხივე წევრი მედლებით ბრუნდება
|
ცოტნე ტაბიძეს, ზურაბ კუციას, ლევან ვარამაშვილის და მარიამ კობიაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განათლების და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ნათია ჯოხაძე დახვდებიან.
ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ბულგარეთის ქ. პლოვდივში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებნა 85 მონაწილე ქვეყნიდან წელს პირველად მე-17 ადგილი დაიკავა.
წელს პირველად საერთაშორისო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-08-14
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საზაფხულო ბანაკების მონაწილე 1 000 მოსწავლიდან ყველაზე წარმატებული 56 მოსწავლე ლონდონში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაემგზავრება
|
მეორე ნაკადი, 18 მოსწავლის შემადგენლობით, ლონდონში გვიან ღამით გაემგზავრება. პირველი ნაკადი 9 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოში, ხოლო მესამე ნაკადის გამგზავრება სექტემბრის თვის დასაწყისში იგეგმება.
წელს პირველად, საქართველოს მასშტაბით, ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, ენის საზაფხულო სკოლები სამ ნაკადად მასპინძლობს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელ მოსწავლეებს, რომლებმაც სასკოლო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-07-22
სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი!!!
|
ბექა ერგემლიძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკა მაჭავარიანი, ლევან ვარამაშვილი, ლაშა ფერაძე და ცოტნე ტაბიძე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან
მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე გერმანიის ქ. ბრემენში, საქართველოს ეროვნული ნაკრების 6 წევრი მონაწილეობდა. სამმა მათგანმა ვერცხლის, ორმა კი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ეროვნული ნაკრების ყველაზე პატარა წევრი ცოტნე ტაბიძე.
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-07-08
განათლების და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ბრიფინგს გამართავენ
|
საერთო სამაგისტრო გამოცდა წელს პირველად ტარდება. გამოცდის პირველ ორ ნაწილს 5 444 მაგისტრანტობის კანდიდატი 8 ივლისს ჩააბარებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შემდეგ, მაგისტრანტობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას სპეციალობაში, რომელსაც განსაზღვრავს და ატარებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საერთო სამაგისტრო გამოცდები ერთის მხრივ არის ჩარიცხვის, მეორეს მხრივ, სასწავლო გრანტის გაცემის კომპონენტი. სამინისტრო 2 ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2009-07-07
ამიერიდან, პედაგოგობის მსურველებს სკოლებში მაძიებლებად მუშაობის დაწყება შეეძლებათ
|
დამწყებ პედაგოგებს ერთწლიანი პრაქტიკის მანძილზე მენტორ-მასწავლებლები უხელმძღვანელებენ.
ევროსაბჭოს პროგრამა ,,პესტალოცის” დაფინანსებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი დამწყები მასწავლებელების მენტორ-მაძიებლობის შესახებ სემინარს გამართავს.
სემინარის მიზანია მენტორ-მაძიებლობის ინსტიტუტის პილოტირების ფაზაში გამოკვეთილი ტენდეციებისა თუ გამოწვევების ანალიზი, მენტორის ფუნქციების და ვალდებულებების, მენტორთა სახელმძღვანელოს განხილვა და შეფასება.
ახალი სასწავლო წლიდან, საქართველოს 300-მდე საჯარო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|