| |
პრესრელიზები
|
2008-06-30
NATO-ს სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში სასწავლო სემინარი გაიმართება
|
|
სემინარი სახელწოდებით “საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების პოლიტიკა, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ხელშემწყობი საშუალება“ ტარდება პროგრამის “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - მოწინავე სწავლების კურსი" ფარგლებში.
NATO-ს პროგრამა ემსახურება უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და აქტუალურია, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
სემინარის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-27
ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS) ერთობლივი პროგრამების განხორციელებას იწყებენ
|
|
ურთიერთშეთანხმების ოქმზე ხელმოწერა უზრუნველყოფს:
სამეცნიერო პროექტებზე ერთობლივ მუშაობას;
მეცნიერთა გაცვლას;
ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირებას და სხვა.
საფრანგეთის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-27
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
|
|
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამინისტროს მომართა წერილით, სადაც ნათქვამია, რომ ,,უკანასკნელ პერიოდში თბილისის ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ჩვენთვის უცნობი ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტესტირება როგორც ზოგად უნარებში, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ სხვა საგამოცდო საგნებში”. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ,,ხსენებული ტესტირების ორგანიზატორები დაინტერესებულ საზოგადოებას თავს გამოცდების ეროვნული ცენტრის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-24
ცნობილმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ ”PADECO“ განათლების რეფორმა საქართველოში დადებითად შეაფასა
|
”თავისი მოცულობითა და განხორციელების ვადებით აღნიშნული რეფორმები შეიძლება უპრეცენდენტო მოვლენად მივიჩნიოთ, სამინისტრომ მასშტაბური სისტემური რეფორმები განახორციელა როგორც სკოლის მართვის და ფინასური უზრუნველყოფის, ასევე სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით” - ნათქვამია ზოგადი განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტ ”ილია ჭავჭავაძის ” შეფასების დასკვნაში, რომელიც საკონსულტაციო ორგანიზაციამ ” PADECO“ წარმოადგინა.
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-24
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ეწვევა, რომელიც ოქტომბერში შესაძლოა UNESCO-ს პატრონაჟის ქვეშ გადავიდეს
|
UNESCO-ს გენერალურ ასამბლეაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოეტქნოლოგიის ინსტიტუტს ,,კავკასიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი” დაერქმევა
საერთაშორისო ორგანიზაცია - UNESCO-ს კომპეტენტურმა კომისიამ სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მრავალმხრივი შესწავლა განახორციელა.
მინისტრი გაეცნობა მნიშვნელოვან მეცნიერულ მიღწევებს და შეხვდება მეცნიერ-თანამშრომლებს.
ინსტიტუტმა ბოლო 4 წლის მანძილზე 14 საერთაშორისო და სამი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-20
ჭავჭავაძის უნივერსიტეტში კავკასიაში პირველი ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი ამოქმედდება
|
|
ცენტრის მიზანია უნივერსიტეტი განვითარდეს კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესწავლის "სათავე" კვლევით ცენტრად, რომელიც მოიზიდავს რეგიონის ყველა ქვეყნის მეცნიერებს.
ცენტრის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის GRDF/GNSF CoRE პროგრამა, რომლის ფარგლებში ცენტრის აღჭურვისათვის გამოიყო 300 000 დოლარი.
დამატებითი დაფინანსება მიღებულია ალექსანდერ ჰუმბოლდტის თანამშრომლობის პროგრამიდან, ბონის ზოოლოგიურ მუზეუმთან ერთად. ცენტრის შესაძლებლობები უკვე ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-20
”ბავშვი სახლში და არა - ბავშვთა სახლში!”- ამ დევიზით მიმღებ ოჯახებს 11 სხვადასხვა კომპანია დაასაჩუქრებს
|
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება სტუდენტური პროექტის ”გახდი ქველმოქმედი” პრეზენტაცია, რომლის მიზანია ”ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების, პრევენციისა და დეისტიტუციონალიზაციის” შვილობილობის ქვეპროგრამის პოპულარიზაცია.
პროექტის ”გახდი ქველმოქმედი” განხორციელებაში მონაწილეობენ კომპანიები: კავშირგაბმულობის კომპანია ”ბალი”, ფარმაცეპტული კომპანია ”ავერსი”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კომპანია ”ნიკორა”, სასურსათო კომბინატი ”ბაზი”, კომპიუტერული კომპანია ”პრაიმ სისტემსი”, საკონდიტრო ფაბრიკა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-19
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
|
მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა
2008-2009 სასწავლო წლის ვადები
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №535 12.06.08 ”2008-2009 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ” ბრძანების შესაბამისად, სკოლები უფლებამოსილნი არიან, სამეურვეო საბჭოებთან შეთანხმებით, დაადგინონ 2008-2009 სასწავლო წლის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-19
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა გიორგი ნოდიამ ჟურნალისტების შეკითხვებს ინტერნეტით უპასუხა
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა გიორგი ნოდიამ ჟურნალისტების შეკითხვებს ინტერნეტით უპასუხა
პროექტის ”თავისუფალი მედია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში” განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ბატონ გიორგი ნოდიასთან ინტერნეტ - ინტერვიუ მოეწყო.
ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეს საქართველოს სხვადასხვა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან.
კითხვები დასვეს გაზეთების ”სამხრეთის კარიბჭე” (სამცხე-ჯავახეთი), ”ტაიმერი” (ქვემო ქართლი), ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-17
მინისტრი დმანისში კომპიუტერულ ცენტრს გახსნის და აბიტურიენტებს შეხვდება
|
|
”ჰეიდარ ალიევის ფონდის” ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დმანისში კომპიუტერული ცენტრი დაარსდა
ცენტრს ”ჰეიდარ ალიევის ფონდის” მიერ ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. სულ შეტანილია 75 კომპიუტერი.
ახლადშექმნილ ცენტრში კომპიუტერული ტექნოლოგიების თეორიებისა და ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
სამინისტრო ცენტრს მიაწოდებს საგანმანათლებლო მასალებს, ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|