| |
პრესრელიზები
|
2008-10-01
ფონდ „ირმის ნახტომის“ წარმომადგენელთა შეხვედრები საჯარო სკოლების დირექტორებთან
|
2008 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა ”ირმის ნახტომი” შეხვედრებს გამართავს საჯარო სკოლების დირექტორებთან დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში.
შეხვედრის მიზანია ფონდის მიერ ორგანიზებული საშემოდგომო ღონისძიებების შესახებ საჯარო სკოლების ინფორმირება.
”ირმის ნახტომის” კოორდინატორები პირადად წარუდგენენ სკოლის დირექტორებს დეტალურ ინფორმაციას კონკურსებსა და ტრეინინგებში მონაწილეობის პირობების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრების პარალელურად
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-25
აჭარაში 2008 წელს 16 ახალი სკოლა აშენდა და 33 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
|
მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში 16 მილიონი ლარი გამოყო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია ხელვაჩაურის, შუახევის და ქედის რაიონების 5 საჯარო სკოლას გახსნის. სოფლების კახაბრის, ახალსოფლის, ჭვანას, მერისის და ხმორისის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.
პრეზიდენტის ტრადიციულ საჩუქართან ერთად, რომელიც პირველკლასელებმა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-25
მინისტრი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ პედაგოგებს შეხვდება
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, ახალგორისა და კოდორის ხეობის 300-მდე პედაგოგს შეხვდება.
შეხვედრას დაესწრებიან სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი სოსო ცოტნიაშვილი, აფხაზეთის განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი.
შეხვედრაზე მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ საკითხზე, რაც ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-23
ბორჯომში რეაბილიტირებული სკოლა იხსნება
|
ბორჯომის №1 საჯარო სკოლას 2008 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 425 000 ლარი დაიხარჯა.
სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე და სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ბატონი პაპუნა ხაჩიძე გახსნიან.
ბორჯომის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-22
კომპანია LG საქველმოქმედო აქციებს კვლავაც გააგრძელებს
|
22 სექტემბერს თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში კომპანია LG -ის წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია ”ამერიტეკის” პროექტის ფარგლებში ახალ კომპიუტერულ კაბინეტს ”LG IT Trraning Room“-ს გახსნის.
კაბინეტი აღჭურვილი იქნება უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი ინვენტარით. ამ კაბინეტით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.
პრეზენტაციას დაესწრება კომპანია LG-ის პრეზიდენტი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-17
ქვემო ქართლში ორი ახალი სკოლა იხსნება
|
მარნეულის რაიონის სოფელ მოლა-ოღლის საჯარო სკოლის 230 და ბოლნისის №3 სკოლის 285 მოსწავლე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლის
ქალბატონი სანდრა რულოვსი, ქვემო ქართლის გუბერნატორი ბატონი დავით კირკიტაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე სოფელ მოლა-ოღლიში ახალ საჯარო სკოლას გახსნიან. ამ სკოლის მოსწავლეები აქამდე 1939 წელს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-11
საჯარო სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადებიან
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ბატონი გიორგი ნოდია გლდანის რაიონის ორ საჯარო სკოლას ეწვევა, პედაგოგებს შეხვდება და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს
რუსული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო თბილისის მე-9 და 136-ე საჯარო სკოლები დევნილ მოსახლეობას მასპინძლობდნენ. დევნილთა გორის რაიონში დაბრუნების შემდეგ სკოლებში სარეაბილიტაციო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-11
ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადებიან
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ზუგდიდის რაიონში რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ განმუხურის საჯარო სკოლას, კახათის №1, №2 და ანაკლიის საჯარო სკოლებს მოინახულებს, პედაგოგებს შეხვდება და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს
განმუხურის საჯარო სკოლა 2007 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სკოლა აღიჭურვა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებით, კომპიუტერებით, სპორტული ინვენტარით, ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-09
9-12 სექტემბერს ჩაქვში მასწავლებლთა ტრენინგი გაიმართება
|
9-დან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით ტრენინგი ჩაუტარდებათ გამოცდილ მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც შემდგომ მოამზადებენ ანუ მენტორობას გაუწევენ მასწავლებლობის მსურველთა (მაძიებელთა) პირველ ნაკადს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008 წლის შემოდგომიდან აამოქმედებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლობის და მენტორობის ოპტიმალური მოდელის შექმნა. ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-09
ქართველი მეცნიერები პროტესტის ნიშნად რუსეთში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ
|
|
სსიპ ”წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი” ავრცელებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროტესტის ნიშნად ინსტიტუტის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას III საერთაშორისო კონფერენციაში ”ღვარცოფული ნაკადები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა”, რომელიც დაგეგმილია ქ. პიატიგორსკში 2008 წლის 20-27 სექტემბერს.
დელეგაციის ხელმძღვანელი - წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|