| |
პრესრელიზები
|
2008-06-16
პროფესიული განათლება დასაქმებისთვის
|
მინისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის (IT)
კურსდამთავრებულებს სიგელებს გადასცემს
ცენტრში განახლებული პროგრამებით უკვე 400 მსურველი გადამზადდა. მათგან 80 სხვადასხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში უკვე დასაქმდა. წელს პროფესიონალის დიპლომს 800 კურსდამთავრებული მიიღებს.
IT ცენტრში სწავლა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ვებ-მედია ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; ელექტრული და სატელეკომუნიკაციო ქსელები. სწავლის ხანგრძლივობა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-13
გამოვლინდება კონკურსში "რა ვიცით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ" გამარჯვებული მოსწავლეები
|
14-15 ივნისს ქ. თბილისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება კონკურსი "რა ვიცით საერთაშორისო ჰუმანიტარულის სამართლის შესახებ" ფინალური ტური.
კონკურსში მონაწილეობენ მე-8 კლასის მოსწავლეები. კონკურსანტები სხვადასხვა სახის დავალებებს ადგილზე შეასრულებენ, ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქარს მიიღებს, ხოლო პირველ, მეორე და ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-05
ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია
|
|
5 ივნისს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი და ფედერაცია ”გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children) გამართვენ ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციას.
ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბავშვებში ტოლერანტობის, თანადგომის, თანამშრომლობისა და კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევების განვითარება, ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება.
პროგრამა განკუთვნილია 9-11 წლის ბავშვების (IV-V კლასელები), მათი პედაგოგების, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-04
ოქროსა და ვერცხლის მედლების დიზაინის კონკურსზე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 100 -ზე მეტი ესკიზი წარმოადგინეს
|
|
ნამუშევრები 5 ივნისს გალერეა ”უნივერსში” გამოიფინება.
ესკიზები შექმნეს თბილისის, მესტიის, ბოლნისის, თელავის, ახალციხის, ადიგენის, ხარაგაულის, გარდაბნის და მარნეულის რაიონების სკოლების მოსწავლეებმა.
სამი საუკეთესო დიზაინის ავტორს საკონკურსო კომისია 6 ივნისს გამოავლენს.
საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ტრადიცია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აღდგა. ამ ტრადიციის აღდგენა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-03
4 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ქართული სიმღერის ფესტივალის ”გოგი-2008” დასკვნითი კონცერტი გაიმართება
|
|
ქართული სიმღერის ფესტივალის ”გოგი-2008” მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებს შორის ქართული საესტრადო და ფოლკლორული სიმღერის პოპულარიზაციას.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის IV-XI კლასების 4000-ზე მეტმა მოსწავლემ.
გალა-კონცერტზე სოლო და გუნდური ნომრებით 200-მდე მოსწავლე გამოვა, რომლებიც ფესტივალის ჟიურიმ ორი წინასწარი საკონკურსო ტურის შედეგად შეარჩია. გამარჯვებული მოსწავლეები პრიზებით დაჯილდოვდებიან.
”გოგი-2008” საქართველოს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-06-03
განათლების და მეცნიერების მინისტრის გიორგი ნოდიამ ჩოჩიევის განცხადებას პროპაგანდისტული უწოდა
|
|
მინისტრმა გიორგი ნოდიამ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის წევრის, ცხინვალის დე-ფაქტო ვიცე-პრემიერის ბორის ჩოჩიევის იმ წერილს უპასუხა, სადაც იგი საქართველოს ოსი ეროვნების ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების წართმევაში ადანაშაულებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ამ განცხადებას პროპაგანდისტული უწოდა. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა:
"მაშინ, როცა ჩრდილო ოსეთსა და სამხრეთ ოსეთში განათლება ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-05-30
ამიერიდან მასწავლებლობის მსურველებს სამუშაო ადგილის მოძებნა ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლებათ - www.pedagogi.ge
|
|
2 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა ვაკანსიების სარეგისტრაციო ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
ახალი ვებ-გვერდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით საჯარო ვებ-პორტალის www.tpdc.ge ფარგლებში შეიქმნა.
ვებ-გვერდის პოტენციურ მომხმარებლები იქნებიან საჯარო და კერძო სკოლები, რომლებსაც ექნებათ მასწავლებლის ვაკანსია, აგრეთვე კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც სურვილი აქვთ დასაქმდნენ სკოლაში ან გაიარონ პრაქტიკა.
ვებ-გვერდის დახმარებით:
...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-05-30
ბავშვი სახლში და არა - ბავშვთა სახლში!
|
|
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებას ესტუმრება
დიღმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბატონი გიორგი ნოდია აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს და ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს.
დიღმის ბავშვთა სახლის 80 აღსაზრდელს შექმნილი აქვს მყუდრო და ოჯახთან მიახლოებული გარემო. დღის რეჯიმის შესაბამისად აღსაზრდელებს აქვთ ოთხჯერადი კვება და კვირის მანძილზე განაწილებული ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-05-29
ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტში მონაწილე 17 ტრენერს სერთიფიკატები გადაეცემა
|
ინკლუზიური განათლების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთვებიან.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვა თბილისის ათი სკოლისთვის” ფარგლებში.
პროექტის სამიზნე ჯგუფები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები არიან, კერძოდ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მაწანწალა და უსახლკარო ბავშვები, სოციალური პრობლემების მქონე ბავშვები, სასწავლო ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-05-29
მიმდინარე წლის 30 მარტს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი აწყობს პირველ ეროვნულ კონფერენციას თემაზე ”კვლევები განათლების სფეროში”
|
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ განათლების სფეროში მომუშავე მკვლევარები, განათლების სპეციალისტები, საგნობრივი ექსპერტები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლები, დოქტორანტურის და მაგისტრატურის სტუდენტები.
მონაწილეები იმსჯელებენ განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების სწორ და კოორდინირებულ სტრატეგიებზე.
კონფერენციას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია.
საკუთარი კვლევისა და მუშაობის შედეგებს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|