| |
პრესრელიზები
|
2008-11-12
სკოლებში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს (აშშ) შორის მემორანდუმი გაფორმდება
|
სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს შორის, რომელიც წარმოადგენს ”MICROSOFT”-ის ნაწილს გლობალურ პროექტში ”პარტნიორობა სწავლებისათვის”-საქართველო გაფორმებული მემორანდუმის შედეგად საჯარო სკოლებში გაუმჯობესდება თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და გამოყენება სასწავლო პროცესში.
შემდგომში, კორპორაცია ”MICROSOFT” შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროგრამა ,,პარტნიორობა სწავლებისათვის” არის სოციალური პროგრამა, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-12
ინკლუზიური განათლების დანერგვა თბილისის სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს
|
14 ნოემბერს 10 ინკლუზიური სკოლის დირექტორსა და 300 მასწავლებელს სერტიფიკატები გადაეცემათ
პროექტის -”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური
განათლების დანერგვის პროექტი თბილისის 10 სკოლისათვის” მიზანია დედაქალაქის ათ სკოლაში ინკლუზიური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა.
დღეისათვის საპილოტე სკოლებში 122 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.
პროექტის ფარგლებში მომზადდა სატრენინგო მასალები და ის ძირითადი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-11
ქვემო ქართლში ახალი სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახსნის
|
მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში ბატონი გიორგი ნოდია და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი ბატონი მუსტაფა საიდ იაზიჯიოღლუ ახალ საჯარო სკოლას გახსნიან
სკოლის მშენებლობა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ - TIKA (Turkish International Cooperation and Development Agency) განახორციელა.
პირველი ქესალოს საჯარო სკოლაში 470 მოსწავლე სწავლობს, მათ მინისტრი ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-10
განათლების მიღების შესაძლებლობა უფრო მეტ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს ექნება
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” მხარდაჭერით უკვე შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2011 წლებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და ნორვეგიის განათლების მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ინკლუზიური ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-10
მცხეთის რაიონში ორ განახლებულ სკოლას განათლების და მეცნიერების მინისტრი გახსნის
|
|
მცხეთის რაიონის სოფლების მისაქციელისა და მუხრანის საჯარო სკოლებს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მისაქციელის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 582 000 ლარი, ხოლო მუხრანის სკოლის რეაბილიტაციაზე - 820 530 ლარი დაიხარჯა.
ამიერიდან მისაქციელის სკოლის 500-ზე მეტი (534) და მუხრანის სკოლის 700-მდე (697) მოსწავლე სასწავლო წელს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-07
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია კონფერენციას ”აქტიური თემი” დაესწრება
|
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა ”აქტიური თემი” მოსწავლეების ინფორმირებულ, საზრიან და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად გაუმჯობესდება თანამშრომლობა საჯარო სკოლებსა და სკოლა ინტერნატებს შორის. ”აქტიური თემი” ეხმარება, როგორც შეზღუდული შერსაძლებლობების მქონე, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
”აქტიურ თემში” ჩართულნი არიან საჯარო სკოლების 8-12 კლასის მოსწავლეები/მოხალისეები, რომლებიც კვირის განმავლობაში სტუმრობენ სპეცილიზირებულ სკოლებს, რათა ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-07
ამიერიდან მასწავლებლები პრეზიდენტის სტიპენდიას მიიღებენ
|
მიმდინარე სასწავლო წელს პრეზიდენტის 200 ლარიან სტიპენდიას 500 პედაგოგი 8 თვის განმავლობაში მიიღებს. სტიპენდიის დაწესების მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.
საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატი სტიპენდიაზე და მიიღოს მონაწილეობა სტიპენდიანტთა გამოვლენაში.
შერჩევის პროცესში რეკომენდირებულია არჩევანი გაკეთდეს იმ პედაგოგებზე, რომლებიც:
...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-05
მინისტრი ომის შემდეგ რეაბილიტირებულ ტირძნისის საჯარო სკოლას კომპიუტერებს გადასცემს და გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდება
|
2007 წელს ტირძნისის საჯარო სკოლა პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი” ფარგლებში აშენდა, რაზეც 3 000 000 ლარამდე დაიხარჯა. სკოლაში ომის შედეგად რამდენიმე კაბინეტი დაიწვა, რომელთა აღდგენითი სამუშაოები სრულდება.
ომის შედეგად დაზარალებულ სკოლას მინისტრი 10 ახალ კომპიუტერს გადასცემს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ამავე დღეს ...
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-04
კიდევ ერთი განახლებული სკოლა ქ. ფოთში 4 ნოემბერს გაიხსნება
|
ქ. ფოთის №1 საჯარო სკოლას, რომალსაც წელს 104 წელი შეუსრულდა, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 900 000 ლარი დაიხარჯა.
ხვალიდან, ამ სკოლის 780 მოსწავლე და 80 პედაგოგი სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში განაახლებენ.
|
| ვრცლად>>> |
| |
2008-10-24
ბათუმის და ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრებში შვიდი ახალი სპეციალობის კურსი ამოქმედდება, როს შედეგადაც პროფესიული ცენტრები შრომის ბაზრისთვის ორჯერ მეტ კვალიფიციურ კადრს მომზადებენ
|
ბათუმის პროფესიულ სასწავლო ცენტრში ოთხი ახალი: ავტომექანიკოსის, სამთო გიდის, ინგლისურის და კომპიუტერის სპეციალისტის სპეციალობები ადგილობრივი დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად შეირჩა. პროგრამების მოსამზადებლად 138 ათასი ლარი დაიხარჯა.
ახალი პროექტის ფარგლებში ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრში 800-მდე სტუდენტი ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა სპეციალობებით უფასოდ მიიღებს პროფესიულ განათლებას
2007-2008 სასწავლო წლებში ბათუმის ცენტრში ...
|
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
|